მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ირინეოსი
#წმინდათა ცხოვრება

ირინეოსი ხუცესი იყო, იგი მეუღლესთან ერთად ქრისტიანული ღვთისმოსაობით ზრდიდა შვილებს და თავისი განათლებისა და მკაცრი ცხოვრების წესის გამო საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა.

მოგვიანებით ირინეოსს ქალაქ სირმიის (უნგრეთი) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ქრისტიანობის მხურვალე მქადაგებელი მღვდელმთავარი შეიპყრეს და კერპებისათვის მსხვერპლშეწირვა უბრძანეს. როცა უსჯულოებმა საწადელს ვერ მიაღწიეს, სასტიკად აწამეს წმიდანი. წამების მხილველნი - ირინეოსის მშობლები, ნათესავები, მეგობრები - მოწამეს ევედრებოდნენ, დამორჩილებოდა ბრძანებას, მაგრამ მღვდელმთავარი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე. ბოლოს წმიდანი მდინარის ნაპირას მიიყვანეს, წმიდანმა დაიჩოქა და უკანასკნელად შეავედრა უფალს სირმიის ეკლესიის სამწყსო. ლოცვის შემდეგ მღვდელმთავარს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს.