მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე სლავები იყვნენ, ისინი ქალაქ სინღიდუნუმში (ბელგრადში) ცხოვრობდნენ ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, ლიკინიუსის(307-324) დროს და ერთმანეთთან გულწრფელი მეგობრობა აკავშირებდათ. ერმილე დიაკვნად მსახურობდა. ლიკინიუსის ბრძანებით იგი შეიპყრეს და დიდხანს საშინლად აწამებდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს. წმიდა სტრატონიკემ-ციხის ზედამხედველმა და ფარულმა ქრისტიანმა, მეგობრის ტანჯვის ყურებას ვერ გაუძლო ცრემლები წასკდა და თავი გასცა. ამის შემდეგ მანაც ერმილეს ხვედრი გაიზიარა. ნაწამები წმიდანები ზღვაში მოისროლეს. სამი დღის შემდეგ ქრისტიანებმა იპოვეს მდინარის ნაპირზე გამორიყული მარტვილთა ცხედრები და პატივით დაკრძალეს სინღიდუნუმის მახლობლად. არსებობს ცნობა, რომ მე-12-13 საუკუნეების მიჯნაზე მათი უხრწნელი ნაწილები ინახებოდა კონსტანტინოპოლში, წმიდა სოფიას ტაძარში.