მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ათთა კრეტელთა მოწამეთა - თეოდულესი, სატურნინესი, ევპოროსისა, გელასისა, ევნიკიანესი, ზოტიკესი, პომპიოსისა, აგათოპუსესი, ბასილიდისა და ევარესტისა (III)
#წმინდათა ცხოვრება

ათნი მოწამენი კრეტელნი: თეოდულუ, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიუსი, არათოპუსე, ბასილიდე და ევარესტი იმპერატორ დეკიუსის (249-251 წწ.) ზეობისას აღესრულნენ ქრისტესათვის.

კუნძულ კრეტის მმართველი, იმოპერატორის მოსახელე - სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. ერთხელ სამსჯავროზე მის წინაშე წარადგინეს ათი ქრისტიანი კრეტის სხვადასხვა ქალაქიდან. მათ ახოვნად აღიარეს ქრისტე და ამხილეს კერპთაყვანისცემის ამაოება.

ყველა მათგანი სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. აღსასრულის წინ მოწამეები მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, სარწმუნოების ნათლით გაენათლებინა მათი ჯალათები.