მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი მიხეილი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი მიხეილი ბოიართა გვარის ჩამომავალი იყო და დიდ მთავარ დიმიტრი დონელს(1363-1389) ენათესავებოდა. მან ქრისტესთვის სალოსობის ღვაწლი იტვირთა, დატოვა მოსკოვი და ძაძებით მოსილი ჩავიდა კლოპის მონასტერში, ნოვგოროდის მახლობლად. წმიდანი ტაძარში მგალობლად და მკითხველად გაამწესეს, ტრაპეზის დროსაც ის უკითხავდა ძმებს წმიდანთა ცხოვრებას. ერთხელ, ფერისცვალების დღესასწაულზე, კლოპის სავანეში ჩავიდა დიმიტრი დონელის ვაჟი-კონსტანტინე. როცა წირვა დამთავრდა, იგი მეუღლესთან ერთად ტრაპეზზე მიიწვიეს, უცნობი მოწესე იობის წიგნს კითხულობდა. მთავარს ხმა ეცნაურა, მივიდა მკითხველთან, მასში თავისი ნათესავი მიხეილ მაქსიმეს ძე შეიცნო და თაყვანი სცა. ღირსი მამა 44 წელი ცხოვრობდა მონასტერში, დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა მას განჭვრეტის უნარი მიმადლა. იგი ამხელდა ადამიანების ნაკლოვანებებს და არ უფრთხოდა ძლიერთა ამა სოფლისათა. ღირსი მიხეილი გარდაიცვალა 11 იანვარს(დაახ. 1453-1456წ.წ.).