მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წინასწარმეტყველი აქია
#წმინდათა ცხოვრება

წინასწარმეტყველი აქია ქალაქ სილომში დაიბადა. იგი მეფეების - სოლომონისა და იერობოამის (ქრისტეს შობამდე 1010-963 წლებში) თანამედროვე იყო.

აქიამ განუცხადა იერობოამს, რომ იგი გამეფდებოდა ისრაელის ათ შტოზე, შემდეგ კი უსჯულოებისთვის მთელი მისი გვარის ამოძირკვა უწინასწარმეტყველა (3 მეფ. 14, 6-16).

წმიდანის ყველა წინასწარმეტყველება ახდა. ნეტარმა აქიამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, სიბერის გამო თვალისჩინი წაერთვა, დასნეულდა, ბოლოს კი, ქრისტეს შობამდე 960 წელს, მშვიდობით მიიცვალა.