მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ლუკა ტავრომენელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ლუკა ტავრომენელი სიცილიის ქალაქ ტავრომენიდან იყო. მან სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლები და უდაბნოს მიაშურა, სადაც მრავალი წელი დაჰყო, ლოცვითა და მარხვით.

ნეტარი ეტნას მთაზე მოსაგრეობდა, სადაც სიცოცხლის მიწურულს მონასტერი დააარსა. სხვა სავანეთა წეს-განგების გასაცნობად უფლის რჩეულმა მრავალი მონასტერი მოინახულა.

ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, ქალაქ კორინთოში, მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. (IX საუკუნის დასაწყისი.)