| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდანი და მართალნი იოანე, სტეფანე და ესაია
#წმინდათა ცხოვრება წმიდანი და მართალნი იოანე, სტეფანე და ესაია ქართველთა ხსენების დღის შესახებ ცნობებს ვპოულობთ პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა ფონდში. მათ შესახებ ჯერჯერობით არ მოგვეპოვება ბიოგრაფიული ცნობები. როგორც მეცნიერები და მკვლევარები ვარაუდობენ, წმიდანები XI-XII საუკუნეებში იერუსალიმში მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზვნები არიან და როგორც მათი მოსახსენებლიდან ჩანს, ისინი ქრისტეს საფლავის საპატიო მცველები იყვნენ. |