| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი აკეპსიმე
#წმინდათა ცხოვრება ღირსი აკეპსიმე სირიაში, ქალაქ კვიროსის მახლობლად მოღვაწეობდა, იმპერატორ თეოდოსი დიდის მეფობის დროს. მან სამოცი წელი იცხოვრა მღვიმეში მკაცრი მარხვით, მდუმარებითა და დაუდუმებელი ლოცვით. ერთი ცნობით, შემდგომ იგი პატრიარქის კურთხევით გადმოსულა დაყუდებიდან და ეპისკოპოსად უკურთხევიათ. ღირსმა მამამ ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს. |