| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი მარკიანე
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მარკიანე ახალგაზრდობაშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას. უდაბნოში დამკვიდრდა და მრავალი წელი დაჰყო მარტოობაში, დაუდუმებელ ლოცვასა და მკაცრ მარხვაში. ღამით, ფსალმუნთა გალობისას წმიდანი არასდროს ანთებდა სანთელს, რადგან მისი სენაკი ღვთაებრივი შუქით იყო განათებული. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსმა მარკიანემ ორი მოწაფე მიიღო, რომლებიც მისი ქოხის გვერდით დამკვიდრდნენ, მაგრამ ამის შემდეგაც დაყუდებულ ცხოვრებას განაგრძობდა. ანტიოქიელმა პატრიარქმა ფლაბიანემ (ხსენება 18 თებერვალს) და სხვა ეპისკოპოსებმა წმიდანს სთხოვეს, ქრისტიანთა სასარგებლოდ უარი ეთქვა მკაცრ განმარტოებაზე, მაგრამ წმიდანმა ვერ დათმო განდეგილობით მოპოვებული უფალთან სიახლოვე. ღირსი მამა რჩევა-დარიგებებისათვის მისულებს სენაკიდან გამოუსვლელად მოძღვრავდა. აღსასრულის წინ წმიდანმა თავის მოწაფეს, ევსებს დაუბარა, ფარულად დაესაფლავებინა იგი სენაკისგან მოშორებით. ღირსი მარკიანე გარდაიცვალა IV საუკუნის ბოლოს (იგი 18 იანვარსაც იხსენიება). |