მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე ევტროპია
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე ევტროპია ალექსანდრიაში აღესრულა დაახლოებით 250 წელს. იგი ხშირად ნახულობდა პყრობილ ქრისტიანებს და სატანჯველების დათმენისაკენ მოუწოდებდა. ამისათვის შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს.

ნეტარმა უღმრთო მსაჯულის წინაშე მტკიცედ აღიარა ქრისტე, რისთვისაც საშინელი სატანჯველებით ამოხადეს სული.