| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მღვდელმოწამე მარკიანე
#წმინდათა ცხოვრება მღვდელმოწამე მარკიანე - სირაკუზელი ეპისკოპოსი, პეტრე მოციქულის მოწაფე იყო. იგი ღვთის სიტყვის საქადაგებლად სიცილიაში გაგზავნეს. წმიდა მარკიანე ქალაქ სირაკუზის მახლობლად გამოქვაბულში დამკვიდრდა. ნეტარმა მოსაგრემ სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა - ის სირაკუზელმა იუდეველებმა მოკლეს. წმიდა მარკიანეს წმიდა ნაწილები იტალიის ქალაქ გაეტაში განისვენებს (მარკიანე 9 თებერვალსაც იხსენიება მარკელოსის სახელით). |