მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოციქულნი: ტერტიოსი, მარკოზი, იოსტოსი და არტემონი სამოცდაათთაგანი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ტერტიოსი იკონიის მეორე ეპისკოპოსი იყო (მოციქულ სოსიპატრეს შემდეგ). აქ მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე და ბოლოს მოწამეობრივად აღესრულა. ტერტიოსს პავლე მოციქული იხსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,22).

წმიდა მარკოზი, იგივე იოანე (საქმე 12,12). ბარნაბას ძმისწული, აპოლონიადის ეპისკოპოსი იყო (კოლ.4,10).

წმიდა იოსტოსი, ბარსაბად წოდებული, იოსებ დამწინდველის ძე (საქმე 1,23) ელეფთეროპოლის (სამხრეთ პალესტინა) ეპისკოპოსად იქნა ხელდასმული და იქვე პოვა მოწამეობრივი აღსასრული.

წმიდა არტემონი (ტიტ. 3,12) ქალაქ ლუსტრის (ლიკაონია) ეპისკოპოსი იყო. მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.