მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე ნესტორ თესალონიკელი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე ნესტორ თესალონიკელი 306 წელს ეწამა ქალაქ თესალონიკში. წმიდა დიმიტრი თესალონიკელის კურთხევით, ყმაწვილი ნესტორი შეებრძოლა იმპერატორ გალერიუსის (305-311 წწ.) საყვარელ გლადიატორს, ბუმბერზ და მძვინვარე ლიუსს, რომელიც გლადიატორულ არენაზე დაუნდობლად ხოცავდა ქრისტიანებს და დაამარცხა იგი (იხ. 26 ოქტომბრის საკითხავი, დიდმოწამე დიმიტრის ცხოვრება).

გალერიუსის ბრძანებით წმიდა მარტვილი იქვე განგმირეს.