| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამენი კაპიტოლინა და ეროტიიდა
#წმინდათა ცხოვრება მოწამენი კაპიტოლინა და ეროტიიდა 304 წელს, იმპერატორ დიოკლიტიანეს (284-305 წწ.) მიერ ქრისტიანთა დევნისას ეწამნენ. კაპიტოლინა ქრისტეს აღსარებისათვის დააპატიმრეს და მახვილით განგმირეს. როცა მისმა მსახურმა ეროტიიდამ თავისი ქალბატონის ჯალათი ნახა, სახეში ქვა ესროლა. ამისთვის იგი ხარის ძარღვებითა და კეტებით სასტიკად გვემეს, მეორე დღეს ნეტარი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ სასწაულებრივ უვნებლად გადარჩა. ბოლოს უღმრთოებმა მას თავი მოჰკვეთეს. |