მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ათანასე მიდიკიელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ათანასე მიდიკიელი ბავშვობიდან ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერული ცხოვრების სიყვარულით განმსჭვალულმა მან ფარულად დატოვა სახლი, მაგრამ მამამ ძალით დააბრუნა იგი სახლში.

რამდენიმე ხნის შემდეგ, წმიდანმა უკვე მშობლის ნებართვით მიაშურა მიდიკიის მონასტერს ბითინიაში. წმიდანი ღირსი ნიკიტას (ხსენება 3 აპრილს) თანამოსაგრე იყო; გარდაიცვალა დაახლოებით 814 წელს.

მის საფლავზე ამოიზარდა კვიპაროსის ხე, რომელთანაც სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა.