| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მართალი ტაბითა
#წმინდათა ცხოვრება როგორც „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს წმიდა ტაბითა ცხოვრობდა ლიდაში და „სავსე იყო ქველის საქმითა და წყალობითა, რომელსა - იგი იქმოდა“. მოულოდნელად ნეტარი მძიმედ დასნეულდა და გარდაიცვალა. იმჟამად ლიდიაში პეტრე მოციქული ქადაგებდა. მართლმორწმუნეებმა ხალხი მიავლინეს წმიდა პეტრესთან და მდაბლად შესთხოვეს: „ნუ გეცონების მოსლვად ვიდრე ჩუენდამდე“. როცა პეტრე მივიდა, ქვრივები ტირილით „უჩუენებდეს კვართებსა და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა, მათ თანა რაი იყო ტაბითა“. მაშინ მოციქულთა თავმა ყველას გარეთ გასვლა უბრძანა, ცხედართან მუხლი მოიყარა, მხურვალედ ილოცა, შემდეგ კი გვამს მიუბრუნდა და თქვა: „ტაბითა, აღდეგ!“ მიცვალებულმა თვალები აახილა და პეტრეს დანახვაზე წამოჯდა. წმიდა მოციქულმა მოუწოდა შემოკრებილ ქრისტიანებს და „წარუდგინა იგი ცოცხალი“. ეს სასწაული მთელ ქალაქში გახმაურდა და მრავალმა ირწმუნა განკაცებული მაცხოვარი (საქმე; 9:36-42). |