მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ეგნატე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ეგნატე - ერისკაცობაში ნიკიტა - სამეფო გვარის შთამომავალი იყო. (847-857 წწ; 867-877 წწ.) როცა მისი მამა, იმპერატორი მიხეილ I (811-813 წწ.) ლეონ სომეხმა (813-820 წწ.) ტახტიდან ჩამოაგდო, ყრმა ეგნატე მონასტერში გამოამწყვდიეს.

მონასტერში ცხოვრებამ წმიდანი სარწმუნოებასა და კეთილმსახურებაში განამტკიცა. მალე იგი სავანის იღუმენად აირჩიეს, მოგვიანებით კი კონსტანტინოპოლის პატრიარქად იქნა დადგენილი.

იმპერატორ მიხეილ III-ის (855-867 წწ.) არასრულწლოვნობის ჟამს ქვეყანას განაგებდა მისი ბიძა - უღმრთო და უზნეო ბარდა. წმიდა პატრიარქი ამ უკანასკნელს შეაგონებდა, დაეგდო ცოდვილი ცხოვრება და ამხელდა მის უსჯულოებას.

როცა ბარდამ მღვდელმთავარს წმიდა დედოფალ თეოდორას მონაზვნად აღკვეცა მოსთხოვა, რომ ამ გზით იგი ქვეყნის მმართველობიდან ჩამოეშორებინა, წმიდა ეგნატე არ დაჰყვა ბარდას ნებას და განაყენა იგი ზიარებისგან.

15 დღე აწამებდნენ პატრიარქს და აიძულებდნენ, უარი ეთქვა ხარისხზე, შემდეგ კი, კუნძულ ტერებინზე გადაასახლეს.

იმპერატორ ბასილ მაკედონელის მმართველობის (867-886 წწ.) დროს წმიდა ეგნატე გადასახლებიდან გამოიწვიეს და სამღვდელმთავრო ტახტზე დააბრუნეს. ამის შემდეგ ნეტარი კიდევ ათი წლის მანძილზე მესაჭეობდა ეკლესიას, ბოლოს კი, 89 წლის ასაკში, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (877-878 წწ.).