მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამენი: ალექსანდრე ეპისკოპოსი, ირაკლი მხედარი და დედანი: ელისაბედი, თეოდოტია და გლიკერია
#წმინდათა ცხოვრება

მოწამენი: ალექსანდრე ეპისკოპოსი, ირაკლი მხედარი და დედანი: ელისაბედი, თეოდოტია და გლიკერია ქრისტეს აღსარებისთვის III საუკუნეში ეწამნენ ქალაქ ადრიანოპოლში.

მართლმორწმუნეთა დევნის მიუხედავად, ეპისკოპოსი ალექსანდრე გაბედულად ქადაგებდა მაცხოვნებელ სწავლებას წარმართთა შორის და მრავალი უღმრთო აზიარა ქრისტეს ნათელს. იმ ოლქის მმართველმა, სადაც წმიდა მღვდელმთავარი მსახურობდა, მეომრებს უბრძანა მღვდელმთავრის შეპყრობა და წამება.

უფლის რჩეული მოთმინებით იტანდა მრავალგვარ სატანჯველს. მისი სიმშვიდით გაოცებულმა მხედარმა ირაკლიმ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. საქვეყნოდ აღიარეს ქრისტე ანამ, თეოდოტიამ და გლიკერიამაც. სასტიკი წამების შემდეგ ყველა მათგანი სიკვდილით დასაჯეს.