| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ეფესელი შვიდი ყრმა
#წმინდათა ცხოვრება წმიდა შვიდი ეფესელი ყრმა: მაქსიმილიანე, იამბლიქოსი, მარტინიანე, დიონისე, ანტონინე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და იოანე ცხოვრობდნენ ქალაქ ეფესში. დეკიუსის (249-251 წწ.) მიერ ქრისტიანების დევნისას მათ ქალაქგარეთ მდებარე ერთ გამოქვაბულს შეაფარეს თავი, რათა ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყვნენ მოწამეობრივი ღვაწლისთვის. იმპერატორმა გამოქვაბულის შესასვლელი ქვებით ამოაქოლვინა, უფლის რჩეულებს კი მიეძინათ. 170 წელზე მეტის შემდეგ, კეთილმსახური იმპერატორის, თეოდოსი მცირის (408-450 წწ.) ზეობისას, ღვთის განგებით მღვიმე გაიხსნა და საკვირველი სასწაული აღესრულა: იმ მწვალებელთა სამხილებლად, რომლებიც მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომას უარყოფდნენ, ეფესელმა ყრმებმა გამოიღვიძეს (მათი ცხოვრება ვრცლად 4 აგვისტოს საკითხავშია მოთავსებული). ერთი ცნობით, წმიდანებმა პირველად 4 აგვისტოს მიიძინეს და 22 ოქტომბერს გამოიღვიძეს; სხვა გადმოცემით, 22 აგვისტო მათი მეორედ მიძინების დღეა. |