| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსმოწამე უარი და შვიდნი მოძღვარნი ქრისტიანეთანი
#წმინდათა ცხოვრება ღირსმოწამე უარი და შვიდნი მოძღვარნი ქრისტიანეთანი ეგვიპტეში ცხოვრობდნენ III-IV საუკუნის მიჯნაზე, როცა ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ. უარი მხედართმთავრად მსახურობდა იმპერატორის ლაშქარში და ფარული ქრისტიანი იყო. ის ეხმარებოდა დევნილ და პყრობილ მართლმორწმუნეებს. ერთხელ უარი მთელი ღამე საუბრობდა შვიდ სიკვდილმისჯილ მოძღვართან. დილით, როცა პყრობილები დასასჯელად გაიყვანეს, უფლის რჩეულიც მათ თან გაჰყვა. მსაჯულმა წმიდანის სარწმუნოების სიმტკიცე რომ იხილა, ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ იგი. წამების დროს ნეტარმა სული უფალს შეჰვედრა. ამის შემდეგ ქრისტიანთა მოძღვრებსაც თავები მოჰკვეთეს. ეს მოხდა დაახლოებით 307 წელს. |