მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი იულიანე მეუდაბნოე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი იულიანე მეუდაბნოე მესოპოტამიაში მოსაგრეობდა, მდინარე ევფრატის ნაპირას. წმიდა ცხოვრებისათვის მას უფლისგან სასწაულქმედების ნიჭი მიემადლა.

ნეტარმა სიკვდილისგან იხსნა ქვრივი ქალის ჭაში ჩავარდნილი ერთადერთი ძე: მისი ლოცვით, ყრმა მაშველის მოსვლამდე წყალში იდგა და არ იძირებოდა.

ერთხელ ლოცვის დროს ღირს მამას ჩაესმა ხმა, რომელმაც იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363 წწ.) აღსასრულის მოახლოება ამცნო. მალე წინასწარმეტყველება ახდა.