მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამენი, უვერცხლონი კოზმა და დამიანე
#წმინდათა ცხოვრება

მოწამენი, უვერცხლონი კოზმა და დამიანე არაბები იყვნენ. ისინი სახარებას ქადაგებდნენ და ქრისტეს ძალით სნეულებს კურნავდნენ. გაწეული სამსახურისათვის კი არანაირ საზღაურს არ ითხოვდნენ.

კილიკიაში წარმართებმა მკურნალნი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსთან მიიყვანეს. უსჯულომ ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა მოითხოვა მათგან, რაზეც მარტვილებმა მკაცრი უარი განაცხადეს. ამისთვის ლისიუსის ბრძანებით წმიდანები სასტიკად გვემეს და ზღვაში ჩაყარეს, მაგრამ ანგელოზმა ისინი მორევიდან ნაპირზე გამოიყვანა. მაშინ წარმართებმა უფლის რჩეულებს თავები მოჰკვეთეს.

მათთან ერთად ეწამნენ მათი ძმებიც: ლეონტი, ანთიმოზი და ევპრეპი.

შენიშვნა: კოზმა და დამიანე არაბები უნდა განვასხვავოთ მათი თანამოსახელე წმიდანებისაგან, რომლებიც 1-ლ ივლისს და 1-ლ ნოემბერს იხსენიებიან).