| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წინასწარმეტყველი ოსე
#წმინდათა ცხოვრება წინასწარმეტყველი ოსე ქრისტეს შობამდე VIII საუკუნეში ცხოვრობდა ისრაელის სამეფოში და წმიდა წინასწარმეტყველთა: ესაიას, მიქიას და ამოსის თანამედროვე იყო. იმ დროისთვის მრავალ მის თანატომელს ზურგი ექცია ჭეშმარიტი ღვთისათვის და კერპებს სცემდა თაყვანს. წმიდა წინასწარმეტყველი თავისი ბრძნული შეგონებებით კეთილმსახურებისკენ მოუწოდებდა გზაშეცდომილებს. მან იწინასწამეტყველა ასურეთის ტყვეობაში ებრაელების გადასახლების შესახებაც. მაცხოვრის განკაცებამდე თითქმის რვაასი წლით ადრე წმიდა ოსემ სულიწმიდის მადლით განჭვრიტა, რომ შეწყდებოდა ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვა და ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება მთელ სამყაროში გავრცელდებოდა (ოსე 2:20). ოსემ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის ეგვიპტიდან დაბრუნება (ოსე 11:1), მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომა (ოსე:6) და სიკვდილის დათრგუნვა (ოსე 13:14). წმიდანის წინასწარმეტყველებანი ძველი აღთქმის წიგნებშია ჩართული. წმიდა ოსეს საწინასწარმეტყველო მსახურება 60 წელზე მეტხანს გრძელდებოდა. მან ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს. |