მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა საბინე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა საბინე კატანის (სიცილია) ეპისკოპოსი იყო. დაყუდებისა და განკრძალული მოღვაწეობის სურვილით ანთებულმა მეუფემ სამღვდელმთავრო კათედრა დატოვა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ.

აქ იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და უფლისგან სასწაულმოქმედებისა და განჭვრეტის ნიჭი მოიგო.

წმიდა მამა დაახლოებით 760 წელს გარდაიცვალა.