| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
დიდმოწამე ქრისა (ზლატა) მოგლენელი
#წმინდათა ცხოვრება დიდმოწამე ქრისა (ზლატა) მოგლენელი, დაიბადა და ცხოვრობდა ბულგარეთში. იმ დროს მისი სამშობლო თურქეთის უღელქვეშ იტანჯებოდა. სიყმაწვილიდანვე ზლატა საოცარად მტკიცე ხასიათით, ქრისტესადმი ურყევი სასოებით, კეთილგონიერებითა და მშვენიერებით გამოირჩეოდა. მათ სოფელში დამკვიდრებული ერთი თურქი დიდხანს ეცადა მოეხიბლა ქალწული და ისლამზე მოექცია, მაგრამ ვერც შეგონებით, ვერც მუქარითა და ვერც საშინელი წამებით, რომელიც მრავალი თვის მანძილზე გრძელდებოდა, ვერ მოდრიკა მხნე აღმსარებელი. ქრისტეს ტარიგმა 1795 წელს შეჰვედრა სული უფალს. |