| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამენი: კარპოსი, თეატირელი ეპისკოპოსი, პაპილა დიაკონი, აღათოდორე და აღათონიკა
#წმინდათა ცხოვრება მოწამენი: კარპოსი, თეატირელი ეპისკოპოსი, პაპილა დიაკონი, აღათოდორე და აღათონიკა ისტორიული ცნობების თანახმად, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (160-181 წწ.) ზეობისას, სხვა წყაროს მოწმობით კი - დეკიუსის (249-251 წწ.) მეფობაში, 251 წელს ეწამნენ ქრისტესათვის. იმ ოლქის მმართველმა, სადაც უფლის რჩეულები ცხოვრობდნენ, გაიგო, რომ კარპოსი და პაპილა წარმართულ დღესასწაულებში არ მონაწილეობდნენ და ბრძანა, მისთვის მოეგვარათ უფლის რჩეულები, მსაჯულის ბრძანებით წმიდანები გააშიშვლეს და ბორკილებასხმულებს შემოატარეს მთელი ქალაქი. შემდეგ ისინი ცხენებზე გამოაბეს და თეატირიდან (ლიდია) მომიჯნავე ქალაქ სარდში წაათრიეს. მარტვილებს ნებით თან გაჰყვა მათი მსახური - აღათოდორე, რომელიც ჯალათებმა ხარის ძარღვების ცემით მოკლეს. კარპოსი და პაპილა წამების შემდეგ მიზიის ქალაქ პერგამონში გაგზავნეს. აქ წმიდანები საშინლად აწამეს და ბოლოს გახურებულ ღუმელში შეჰყარეს. ქურაში წმიდანებთან ერთად შევიდა წმიდა აღათონიკეც, მაგრამ ღვთის ნებით, ყველანი უვნებლად გადარჩნენ - უეცრად ზეცით გარდმომხდარმა ძლიერმა წვიმამ ცეცხლი ჩააქრო. უღმერთოებმა სამივეს თავები მოჰკვეთეს. |