| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამე ფლორენტი
#წმინდათა ცხოვრება მოწამე ფლორენტი ქალაქ თესალონიკში მოღვაწეობდა. იგი სულიერი სიმტკიცითა და უშუშრობით გამოირჩეოდა - აშკარად ამხელდა წარმართულ ცრუმორწმუნოებას და გაბედულად ქადაგებდა ქრისტეს სჯულს. ჭეშმარიტების ამგვარი აღსარებისთვის უფლის რჩეული წარმართებმა შეიპყრეს და აწამეს. ბოლოს ცეცხლის კოცონზე დაწვეს, სადაც აღესრულა კიდეც. ისტორიული ცნობების თანახმად, წმიდა ფლორენტის მოწამეობრივი აღსასრული I-II საუკუნეების მიჯნაზე მოხდა, სხვა წყაროების მიხედვით - III საუკუნის დასაწყისში. |