| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი კოზმა მაიუმელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი კოზმა მაიუმელი იერუსალიმში დაიბადა, თუმცა დამასკოში, ღირსი იოანე დამასკელის ოჯახში აღიზარდა. მან, ისევე როგორც იოანემ, ბრწყინვალე განათლება მიიღო, ხოლო სრულწლოვანებას მიღწეულმა, პალესტინის ერთ-ერთ სავანეს (წმიდა საბას ლავრას) მიაშურა. წმიდა ხატთა დევნის პერიოდში ღირსი კოზმა წმიდა იოანე დამასკელთან ერთად აღდგა მართლმადიდებლობის დასაცავად - მათ მრავალი თხზულება დაწერეს ხატმბრძოლთა სამხილებლად. 743 წელს წმიდა კოზმა მაიუმის ეპისკოპოსად დაადგინეს. უფლის რჩეულმა, რომელმაც საეკლესიო ჰიმნოგრაფიაში უდიდესი კვალი დატოვა, ღრმა მოხუცებულობაში, დაახლოებით 787 წელს შეჰვედრა სული უფალს. |