| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამენი: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე
#წმინდათა ცხოვრება მოწამენი: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე 304 წელს აღესრულნენ ქრისტესათვის. წარმართებმა მათ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. რაზეც წმიდანებისგან მტკიცე უარი მიიღეს. აღმსარებლების სიმტკიცით მოთმინებადაკარგულმა პროკონსულმა ისინი საწამებლად გადასცა ჯალათებს. მტანჯველებმა მარტვილებს თავს დაატეხეს ყოველგვარი სატანჯველი, რომლის მოფიქრებაც კი შეეძლოთ, ბოლოს კი ყველანი დაუნდობლად აჩეხეს. ქრისტიანებმა წმიდათა პატიოსანი ცხედრები ფარულად წაასვენეს და მიწას მიაბარეს. |