| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე დომნიკა
#წმინდათა ცხოვრება მესამე საუკუნის მიწურულს (286 წელს), კილიკიის უძველეს ქალაქ ანაზარბში, ქრისტესადმი ერთგულების გამო 64 წლის მხეცოვნად მოღვაწე დედა - წმიდა დომნიკა ეწამა. მმართველი ლისიუსის მრისხანე ბრძანებით, ჯალათებმა მოხუცი ქალი სასტიკ ტანჯვა-წამებას მისცეს. დომნიკამ უდრეკად დაითმინა ყოველი სატანჯველი. როდესაც მტანჯველები მიხვდნენ, რომ მისირწმენის შერყევა შეუძლებელი იყო, ქრისტეს მხევალი ბნელ საპყრობილეში ჩააგდეს. სადაც ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. |