მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა
#წმინდათა ცხოვრება

მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა, ღვიძლი დები, პავლე მოციქულის ნათესავები და მოწაფეები იყვნენ.

წმიდანებმა დატოვეს მშობლიური სახლი, კილიკიის ქალაქ დემეტრიადის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში დასახლდნენ და აქ ატარებდნენ დღეებს დაუდუმებელ ლოცვასა და დაუცხრომელ ღვაწლში. ისინი ექიმობის ხელოვნებას ფლობდნენ, სნეულებს უსასყიდლოდ კურნავდნენ და ჭეშმარიტი ღვთისაკენ მოქცევით მათ სულებსაც წამლობდნენ.

ნეტარი დედების წმიდა ცხოვრება სათნოეყო უფალს და ისინი მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გახადა: წმიდა ზინაიდა და ფილონილა ქვებით ჩაქოლეს.