| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი ბასიანე მონაზონი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ბასიანე მონაზონი აღმოსავლეთ სირიაში დაიბადა. იგი იმპერატორ მარკიანეს (450-457 წწ.) ზეობაში მოსაგრეობდა კონსტანტინოპოლში. აქ წმიდანმა დააარსა სავანე, რომელშიც თანდათან სამასამდე ბერმა მოიყარა თავი. მათ შორის იყო მამათა სამოსელში გადაცმული ღირსი მატრონაც (ხსენება 9 ნოემბერს). ნეტარმა ბასიანემ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. ღვთივსათნო ცხოვრებითა და სასწაულებით ცნობილი წმიდა ბასიანე მშვიდობით აღესრულა და დაკრძალეს მის მიერვე დაარსებულ სავანეში. |