| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამენი იუვენტინე და მაქსიმე
#წმინდათა ცხოვრება მოწამენი იუვენტინე და მაქსიმე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363 წწ.) პირადი მცველები იყვნენ. ანტიოქიაში ჩასულმა უსჯულო თვითმპყრობელმა სასმელი წყლისა და ბაზარში გასაყიდად გამოტანილი საკვები პროდუქტების ნაკერპალი სისხლით შერყვნა ბრძანა. მხედრებმა უარი განაცხადეს ამ განკარგულების შესრულებაზე, რისთვისაც სიკვდილით დასაჯეს. წმიდა მარტვილებს ეკლესია 5 სექტემბერს (ახ. სტ. 18 სექტემბერს) იხსენიებს. |