| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი პეტრე გალატიელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი პეტრე გალატიელი თავდაპირველად იმპერატორ თეოფილეს ლაშქარში მსახურობდა, მაგრამ შემდეგ განერიდა წუთისოფელს და სირიის ანტიოქიის მახლობლად, დაფნეოსის სავანეში ბერად აღიკვეცა. ხანგრძლივი, ღვთივსათნო ღვაწლი ახოვანმა მოსაგრემ კონსტანტინოპოლში, წმიდა ფოკას სახელობის მონასტერში დაასრულა. იგი მშვიდობით მიიცვალა IX საუკუნეში, იმპერატორ ბასილი მაკედონელის (867-886 წწ.) ზეობისას. |