| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოციქული იაკობ ალფესი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოციქული იაკობ ალფესი კაპერნაუმელი მეზვერის, ალფესის ძე და წმიდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს (ხს. 16 ნოემბერს) ძმა იყო. იაკობს, ისევე როგორც მათეს, თავად მაცხოვარმა მოუწოდა ათორმეტ ურჩეულეს შორის და სახარების საქადაგებლად გაგზავნა (მთ. 10:3). სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ნეტარი მოციქული ერთხანს იერუსალიმში იმყოფებოდა (საქმე, 1:13; 6:20), შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად ქრისტეს სწავლებას ავრცელებდა ედესში, ღაზაში, ელეფთეროპოლში და მიმდებარე ადგილებში. აქედან იგი ეგვიპტეში გაემგზავრა და პალესტინის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ოსტარცინაში ჯვარცმით დაასრულა მოციქულებრივი ღვაწლი. (სხვა ცნობით, უფლის რჩეულს მრავალგვარი წამების შემდეგ კვერთხების ცემით ამოხადეს სული.) |