| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამენი: იულიანე ხუცესი და კესარიოს დიაკონი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამენი: იულიანე ხუცესი და კესარიოს დიაკონი მოციქულთა სწავლის უშუალო გამგრძელებელი და მქადაგებელი წმიდა მამები მოწამეობრივად აღესრულნენ. კესარიოსი იტალიის ქალაქ ტარაკინიაში (შემდგომ - ტერაჩინა) შეიპყრეს და აპოლონის ტაძარში წაიყვანეს, მაგრამ წმიდანის მიახლოებისთანავე საკერპო ჩამოიქცა და შიგ შეკრებილი ხალხი და ქურუმები ქვეშ მოიყოლა. ამ დროს კერპთმსახურებმა შეიპყრეს ქრისტიანი ხუცესი იულიანე. იმპერატორის ბრძანებით, ორივე მოწამე ზღვაში დაახრჩვეს, მაგრამ, ღვთის ნებით, მათი წმიდა ცხედრები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა, მართლმორწმუნეებმა ისინი წაასვენეს და პატივით დაკრძალეს. ნეტარი კესარიოსის უხრწნელი ნაწილები ამჟამად რომშია დაცული. |