| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი პავლე
#წმინდათა ცხოვრება ღირსი პავლე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა IV საუკუნეში. იგი უკვე მხცოვანი იყო, როცა ანტონი დიდს (ხსენება 17 იანვარს) დაემოწაფა. დაუცხრომელი ღვაწლისთვის განჭვრეტისა და სულიერ სენთა კურნების ნიჭით დაჯილდოებული მამა, რომელსაც თავისი წმიდა მოძღვარი ხან ელია წინასწარმეტყველს ადარებდა, ხან - იოანე ნათლისმცემელს და ხანაც - პავლე მოციქულს, საოცარი სიმდაბლითაც გამოირჩეოდა, ამიტომაც, „უბრალო“ შეარქვეს. ანტონი დიდი მასზე ამბობდა: „სარწმუნოებაში წარმატებულებს მხოლოდ მცირე ეშმაკთა განსხმა ძალუძთ, თავმდაბლებს კი, როგორიც პავლე უბრალოა, თავად დემონთა მეუფებაზე აქვთ ხელმწიფება“. მართლმადიდებლური ეკლესია ღირს პავლეს 7 მარტსაც იხსენიებს. |