მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე პეტრე
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე პეტრე, კაპიტოლიელი ეპისკოპოსი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მისი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი წარმართი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

როგორც ქრისტიანთა მოძღვარი და წარმართობის შემმუსვრელი მღვდელმთავარი სპარსელებმა შეიპყრეს და კაპიტოლიიდან (იერუსალიმიდან დამასკოსკენ მიმავალ გზაზე) დამასკოში ჩაიყვანეს. აქ წმიდანი საშინლად აწამეს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს.

მარტვილის აჩეხილი სხეული ჯალათებმა ცეცხლს მისცეს, ხოლო ფერფლი კი მდინარეს გაატანეს. ეს მოხდა III-IV საუკუნეთა მიჯნაზე.