| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მღვდელმოწამე იეროთეოსი
#წმინდათა ცხოვრება მღვდელმოწამე იეროთეოსი, ათენელი ეპისკოპოსი, ათენის არეოპაგის წევრი იყო. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანობაზე, დიონისე არეოპაგელთან (ხს. 3 ოქტომბერს და 4 იანვარს) ერთად და შემდგომ ეპისკოპოსადაც აკურთხა. გადმოცემით, იეროთეოსი და წმიდა დიონისე ესწრებოდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას და დაკრძალვას. ნეტარი მამა I საუკუნეში აღესრულა მოწამეობრივად. |