მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი - ათენელი ეპისკოპოსი, რუსტიკე ხუცესი და ელეფთერ დიაკონი
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი ათენის არეოპაგის - უზენაესი საბჭოს წევრი იყო. პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანობაზე, მონათლა, შემდეგ კი ათენის ეპისკოპოსად დაასხა ხელი.

მოციქულთა თავის აღსრულების შემდეგ ნეტარი დიონისე რუსტიკე ხუცესთან და ელეფთერ დიაკონთან ერთად დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა საქადაგებლად და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე.

96 წელს გალიაში, ქალაქ ლიუტეციასში (პარიზის ძველი სახელწოდება), წმიდანები შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს.

ჩვენამდე მოაღწია დიონისე არეოპაგელის თხზულებებმა, რომელთაც განუზომელი მნიშვნელობა აქვთ მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმეტყველებისთვის.

წმიდა დიონისე 4 იანვარსაც იხსენიება (სამოცდაათ მოციქულთა კრებაზე).