| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამენი: კრონიდე, ლეონტი და სერაპიონი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამენი: კრონიდე, ლეონტი და სერაპიონი ეგვიპტელები იყვნენ. ისინი დაახლოებით 237 წელს, იმპერატორ მაქსიმინე I-ის მმართველობის (235-238 წწ.) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. მრავალგვარი წამების შემდეგ უღმრთოებმა აღმსარებლები ზღვაში ჩაახრჩვეს. ტალღებმა წმიდა ცხედრები ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ისინი პატივით მიაბარეს მიწას. |