მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე ფილიტი და მეუღლე მისი ლიდია; მაკედონი, თეოპრეპე, კრონიდე და ამფილოქე.
მოწამე ფილიტი და მეუღკლე მისი ლიდია; მაკედონი, თეოპრეპე, კრონიდე და ამფილოქე (117-1380; მართალი ბასილი მანგაზელი 91600).

წმიდა ფილიტე იყო უსჯულო იმპერატორის, ადრიანეს(117-138) კარისკაცი. ქრისტეს საჯარო აღიარებისთვის ფილიტი, მისი მეუღლე და შვილები-მაკედონი და თეოპრეპე სამსჯავროზე წარდგნენ. ადრიანეს ბრძანებით წმიდა ფილიტი ოჯახტან ერთად ილირიაში გაგზავნეს ამფილოქე მხედარმტავართან. ამფილოქეს ბრძანებით მოწამენი ხეზე ჩამოკიდეს და დანებით დასერეს, წამების შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს. მათთან ერთად დაატყვევეს ციხის ახალმოქცეული უფროსი კრონიდე. ღამით მოწამეებს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და გაამხნევა. მეორე დღეს ისინი ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩაყარეს, მაგრამ, ღვთის განგებით მოწამენი უვნებელნი გადარჩნენ. ამფილოქე ისე გააოგნა ამ სასწაულმა, რომ ირწმუნა ქრისტეს ძალა, თვითონაც გადაეშვა ადუღებულ ზეთში სიტყვებით:“უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“. ღმერთის უსაზღვრო წყალობამ მხედარმთავარიც დაიცვა. მოწამეთა შემდგომ ტანჯვა-წამებას თავად იმპერატორი ადრიანეც ესწრებოდა. ღვთის განგებამ ყველა საწამებლიდან უვნებელი გამოიყვანა მოწამენი.

შერცხვენილი იმპერატორი რომში დაბრუნდა. ქრისტეს მარტვილებმა კი ღმერთს მადლობა შესწირეს და ლოცვაში აღესრულნენ.