მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ორმეოცთა მოწამეთა ქალწულთა მმარხველთა და მოწამისა ამუნი დიაკონისა, მოძღვრისა მათისა (IV)
#წმინდათა ცხოვრება

მოწამენი 40 ქალწულნი და ამონა დიაკონი, იმპერატორ ლიკინიუსის მმართველობის (307-324 წწ.) დროს, IV საუკუნის დასაწყისში აღესრულნენ მოწამეობრივად მაკედონიის ქალაქ ადრიანოპოლში. მმართველმა ბაბდუსმა საშინელი სატანჯველები დაატეხა მათ თავს, შემდეგ კი სხვა მტარვალებთან გაგზავნა ჰერაკლიაში. ქრისტეს ტარიგებმა აქაც ახოვნად აღიარეს ქრისტე ღმერთი და ცრუღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის უღმრთო ხელისუფლის ბრძანებით წმიდა ამონასას და მასთან ერთად რვა ქალწულს თავები მოჰკვეთეს, ათი დაწვეს, დანარჩენები კი მახვილებით განგმირეს.