| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მართალი ისუ, ძე ნავესი
#წმინდათა ცხოვრება მართალი ისუ, ძე ნავესი ებრაელი ტომის წინამძღვარი იყო მოსეს სიკვდილის შემდეგ. სწორედ მას ხვდა წილად უფლის რჩეული ერის შეყვანა აღთქმულ ქვეყანაში. ღმერთი ისუს მიერ მრავალ სასწაულს აღასრულებდა: ნეტარის წინამძღვრობით ებრაელებმა ისე გაიარეს მდინარე იორდანეში, როგორც ხმელზე; იერიქონის კედლები ქალაქის ირგვლივ შვიდი დღის მანძილზე სჯულის კიდობნის შემოტარებით თავისით ჩამოიქცა. ბოლოს, გაბაონში ქანაანელებან ბრძოლისას ისუს ბრძანებით „დადგა მზე საშუალსა ცისასა და მხოლოდ მაშინ ჩაესვენა, როცა მტერი საბოლოოდ დამარცხდა. ომის დამთავრების შემდეგ ისუ ნავემ აღთქმული ქვეყანა ისრაელის 12 ტომს დაუნაწილა და ას ათი წლის ასაკში მშვიდობით შეავედრა სული უფალს (ქრისტეს შობამდე XVIს). სიკვდილის წინ მან ებრაელებს მოსეს სჯულის ერთგულება დაუბარა. ამ დიდებული მოვლენათა შესახებ მოთხრობილია ბიბლიაში, ისუ ნავეს წიგნში (თავები: 3,5,7, 10). |