მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

დაწყება ინდიქტიონისა ეკლესიურის ახლისა წელიწადისა
#წმინდათა ცხოვრება

ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები:

სული უფლისა ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე... ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული“ (ლკ. 4:18-19).

312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა (306-337 წწ.) გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენციუსს (307-312 წწ.), რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიეცათ. ამ ორი მოვლენის აღსანიშნავად უძველესი (როგორც ვარაუდობენ, I მსოფლიო კრების) დროიდან ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება.

შემდეგ თანდათანობით დამკვიდრდა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან, მაგრამ საეკლესიო ახალი წელი დღესაც იწყება და იდღესასწაულება 1 სექტემბერს. ამ დღეს წმიდა ეკლესია „ყოვლისა დაბადებლისა შემოქმედს“ შესთხოვს, „აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა“.