მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ფანტინე საკვირველმოქმედი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ფანტინე საკვირველმოქმედი კალაბრიაში დაიბადა. წმიდანი რვა წლის ასაკიდან მონასტერში იზრდებოდა.

სიჭაბუკეში იგი უდაბნოში მწირობდა და სამოსის გარეშე დარჩენილი, ხშირად ოცი დღის მანძილზე საზრდელსაც არ იღებდა. ასეთ მკაცრ ღვაწლში გაატარა წმიდა მამამ 60 წელი.

სიცოცხლის მიმწუხრზე წმიდანმა თავი აარიდა სარკინოზებს და პელოპონესს მიაშურა მოწაფეებთან, ვიტალისა და ნიკიფორესთან ერთად. სახარების სწავლებით მან მოიარა კორინთო, ათონი, ლარისი და თესალონიკი, სადაც წმიდა დიდმოწამის, დიმიტრის (ხსენება 26 ოქტომბერს) ნაწილებს სცა თაყვანი.

უფლის სათნომყოფელი მამა ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, IX საუკუნის ბოლოს ან X საუკუნის დასაწყისში.