მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი პიმენ პალესტინელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი პიმენ პალესტინელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა VI საუკუნეში, რუბის უდაბნოში. მის შესახებ მოგვითხრობენ წმიდა მამები, იოანე და სოფრონი „ლიმონარის“ 167-ე თავში.

ერთხელ, ზამთარში, ღირს პიმენთან ბერი აღათონიკე მივიდა სულიერი დამოძღვრის სათხოვნელად და ღამე მეზობელ მღვიმეში გაათია. დილით მან წმიდანს უთხრა, ღამის სუსხში საშინლად გავიტანჯეო, რაზეც პიმენმა მიუგო: „სიცივე არც მიგრძვნია, რადგან ლომი მოვიდა, გვერდით მომიწვა და გამათბო. მაგრამ უწყოდე, რომ მე მხეცები დამფლეთენ, იმიტომ, რომ როცა ერში ვცხოვრობდი და ცხვრებს ვწყემსავდი, ჩემმა ნაგაზებმა მახლობლად მომავალი ერთი კაცი დაფლითეს. მე შემეძლო მისი გადარჩენა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. სწორედ მაშინ მეუწყა, რომ ამგვარივე სიკვდილით მოვკვდებოდი“.

სამი წლის შემდეგ პიმენ პალესტინელი მართლაც მხეცებმა დაგლიჯეს. ეს ტრაგიკული აღსასრული VI საუკუნის მიწურულს მოხდა.