| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი გიორგი ლიმნელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი გიორგი ლიმნელი კონსტანტინოპოლის მახლობლად, ოლიმპის სავანეში მოღვაწეობდა და განმარტოებული ცხოვრების გამო „ტბისპირელად“ (ლიმნელად) იწოდებოდა. წმიდანი მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემისათვის ერთგულებისათვის ეწამა იმპერატორ ლეონ ისავრიელის (716-741 წწ.) ხატმებრძოლეობის პერიოდში. უშიშარი აღმსარებლობისთვის ჯალათებმა მოუც ბერს თმებზე ცეცხლი მოუკიდეს, სახე დაუწვეს და ცხვირი მოაჭრეს. ყოველგვარი ტანჯვის სულგრძელად დამთმენი ღირსი გიორგი ღრმა მოხუცებულობაში, დაახლოებით 732 წელს აღესრულა. |