მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ევტიქი და ფლორენტი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ევტიქი და ფლორენტი ბერები იყვნენ და იტალიაში, ნურსიის ოლქში მოსაგრეობდნენ VI საუკუნეში. წმიდა ევტიქმა თავისი ქადაგებით მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. როცა მახლობელ მონასტერში იღუმენი გარდაიცვალა, ბერებმა მას სთხოვეს, წინამძღვრის ჯვარი ეტვირთა. წმიდანი დათანხმდა, მაგრამ ამის შემდგომაც განაგრძობდა ზრუნვას უწინდელ სამოღვაწეო ადგილზე, სადაც მისი თანამოსაგრე ფლორენტი დარჩა.

ღირსი ფლორენტი მრავალ სასწაულს აღასრულებდა: მოათვინიერა დათვი, რომელიც ემსახურებოდა, ცხვრებს მწყემსავდა და მოძღვრის სხვა კურთხევებსაც აღასრულებდა.

წმიდა ევტიქი სიცოცხლეში არ იყო ცნობილი სასწაულქმედებით, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მისი სამოსელის შეხებით მრავალი კურნება აღესრულებოდა. გვალვის დროს ამ სამოსით ხელში მორწმუნეები მოივლიდნენ ხოლმე მინდვრებსა და უფალიც მყისვე წვიმას გარდამოავლენდა. ღირსი ევტიქი გარდაიცვალა 540 წლის 23 მაისს, ღირსი ფლორენტი კი - 547 წლის 1 ივნისს.