| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამე ლუპე
#წმინდათა ცხოვრება მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (ხს. 26 ოქტომბერს) ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს, რის შემდეგაც დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლიანი სამოსლითა და წმიდანის საღვთო სახელით თესალონიკში მრავალ სასწაულს და კურნებას აღასრულებდა. ბოლოს ნეტარი ლუპე საკუთარი ნებით ჩაბარდა უღმრთოებს და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311 წწ.) ბრძანებით, ქრისტეს ერთგული აღსარებისთვის თავი მოჰკვეთეს დაახლოებით 306 წელს. |